თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია.
თბილისის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესია ბაღია, ყოფილი სამეფო ბაღი
ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — წავკისისწყლის ხეობაშია გაშენებული. მდინარე ბაღში გაედინება და მას ორად ჰყოფს — მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად, რომლებიც ერთმანეთთან სამი ხიდითაა დაკავშირებული. მათგან ყველაზე ძველი თამარ მეფის დროსაა აგებული და მის საპატივსაცემოდ ასეც ჰქვია — თამარის ხიდი.