ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„ბათუმობა 2024“ აღინიშნება. ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს. ყოველი გატარებული დღე ბათუმში არის დაუვიწყარი და ქალაქის თითოეული სტუმარი თავის წილ ბათუმს გულით დაატარებს. განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, წარსულით, აწმყოთი და რა თქმა უნდა მომავლით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბათუმობის — დეტალები

ბათუმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის თუ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბათუმი უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც ევროპის წარმატებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება გავამყაროთ, კიდევ უფრო ღირსეული და სამართლიანი ქალაქი დავახვედროთ ჩვენს საპატიო სტუმრებს.

მსურს მივულოცო ბათუმის საპატიო მოქალაქეებს და საპატიო ბათუმელებს დღევანდელი აღიარება, ყველა თაობა ვალშია თქვენთან იმ გაწეული შრომისთვის, იმ წვლილისთვის,რაც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებაში, მის წინსვლასა და საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები იმართება.

დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი სიმფონიური ორკესტრის და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე

შენი დასვენება. (2025). ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ. 27 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ბათუმობის-დღესასწაულის-ფ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network