სამშაბათი, სექტემბერი 17, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ფილმები და სატელევიზიო შოუები, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

საუკეთესო ფილმები და სატელევიზიო შოუები, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

16 September, 2024
“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

სექტემბერი 17, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 16 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 16 სექტემბერი

16 სექტემბერი 2024
როგორ დავგეგმოთ რემონტი სწორად: 5 მნიშვნელოვანი რჩევა

როგორ დავგეგმოთ რემონტი სწორად: 5 მნიშვნელოვანი რჩევა

სექტემბერი 16, 2024
მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

სექტემბერი 16, 2024
“ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს… 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს” – როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კახეთში ყურძნის მოსავალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

კახეთში ყურძნის მოსავალი რეკორდულ ნიშნულს აღწევს

სექტემბერი 15, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
ემიგრაცია ამერიკაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას აშშ-ში

ემიგრაცია ამერიკაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას აშშ-ში

16 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული

სექტემბერი 12, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები