ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესებში ცვლილება შედის - რა უნდა იცოდეთ

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესებში ცვლილება შედის – რა უნდა იცოდეთ

 1-ელი სექტემბრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილების ამოქმედება იგეგმება. ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესებში ცვლილება შედის

ევროკავშირის აეროპორტებში სითხის გადატანაზე შეზღუდვები დაწესდა. 1-ელი სექტემბრიდან ევროკავშირის აეროპორტებმა მგზავრებისთვის სითხის გადატანაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა. უფრო კონკრეტულად, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის გადატანა იკრძალება.

Independet-ის ცნობით, ბოლო წლებში ევროპის ბევრ აეროპორტში (გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლიტვაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, მალტაში, ფინეთს, დიდ ბრიტანეთში) ახალი C3 სკანერები დამონტაჟდა. მაშინ ამ მოწყობილობების საშუალებით მოიხსნა სითხის ოდენობის შეზღუდვა და მგზავრებს ზურგჩანთებიდან და ჩემოდნებიდან ბოთლებისა და ქილების ამოღება არ სჭირდებოდათ.

თუმცა, ევროკომისია ახლა აცხადებს, რომ ახალი სკანერები, რომლებიც ადრე განიხილებოდა მოწინავე ტექნოლოგიის ნიმუშად, „სახიფათოა“, რადგან ისინი თხევად აალებად ნივთიერებას ჩვეულებრივი წყლისგან ვერ განასხვავებენ. სკანერები უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ევროპის აეროპორტებმა აპრობირებული მოწყობილობები უნდა გამოიყენონ და სითხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძველ პროცედურებსა და წესებს დაუბრუნდნენ.

ცნობისთვის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის.

READ  ნუკრი მანძულაშვილმა მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო - „ჩემთვის, მაისის თვე არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები